სუს-ი: სპეცოპერაცია დასრულდა
22-11-2017, 17:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია, რომელიც დაახლოებით 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა.

 

 

სპეცოპერაციის დასრულების შესახებ ინფორმაცია სუს-მა „რუსთავი 2"-ს დაუდასტურა.

 

 

GUARDIAN.GE გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე იმ საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიის ფოტოებს გთავაზობთ, რომელზეც სპეცოპერაციის დასრულებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ არსებული ვითარებაა ასახული.

 

 

 

 

 

 

ტერიტორიიდან გადის სპეცდანიშნულების რაზმი და ტექნიკაც.

 

 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაჭრილია 3 პირი. სპეცოპერაციის ადგილი ცოტა ხნის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ჯგუფმა დატოვა.

 

 

ერთ-ერთი სპეცრაზმელი, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად დილის საათებში დაიჭრა, ინგოროყვას კლინიკაში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

ამ დროისთვის აფეთქებების შედეგად, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი