სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ გაბრიელ სალოსის ქუჩის დაზარალებულ მცხოვრებლებს დახმარება შესთავაზა
22-11-2017, 18:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სუს-ის სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ გაბრიელ სალოსის ქუჩის დაზარალებულ მცხოვრებლებს დახმარება შესთავაზა.

 

 

თბილისის მერის განცხადებით, მერია გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებლებს, საჭიროების შემთხვევაში, დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს. 

 

 

განცხადება კალაძემ რამდენიმე წუთის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 


„მწუხარებას გამოვთქვამ სპეცდანიშნულების რაზმის წევრის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

 

 

ამ ეტაპზე რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, სრულად არის დაცული და უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ გაბრიელ სალოსის გამზირზე, მიმდებარე კორპუსებში გვინდა დავამშვიდოთ და ვუთხრათ, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩება ყურადღების მიღმა. მერია, რასაკვირველია, იზრუნებს საკუთარ მოსახლეობაზე და საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად უზრუნველყოფს მათთვის დროებით საცხოვრებელ ფართებს. ვთხოვთ მოსახლეობას, ვისაც აქვს დროებითი ფართების საჭიროება, დროულად მიმართოს ისნის გამგეობას, რათა მოხდეს მათი რეგისტრაცია და დროებით საცხოვრებელ ფართებში გადაყვანა. ისნის გამგეობა მუშაობს საგანგებო რეჟიმში. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ისნის გამგეობას ნომერზე: 2 37 50 29, 599 53 70 40, ასევე დარეკონ მერიის ცხელ ნომერზე 2 72 22 22 ", განაცხადა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 1
#1  იკა
      
კალა, მაგარი ხარ. მაგრად ზრუნავ თბილისელებზე.
22 ნოემბერი 2017 08:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი