თბილისის მერი კახა კალაძე ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მივიდა. მერმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა, გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა და ადგილობრივ მცხოვრებელებს დახმარებას კიდევ ერთხელ დაჰპირდა.
„მივმართავ იმ ადამიანებს, ვისაც ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართის პრობლემა აქვს - მიმართოს ისნის გამგეობიას, მიმართოს თბილისის მერიას ცხელ ხაზზე - ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვმუშაობთ და შესაბამისად ყველა ადმიანი იქნება დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართებით", განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.