„ჩვენმა გმირმა ბიჭებმა შეძლეს ის, რომ გაანეიტრალეს საფრთხე“ - გიორგი კვირიკაშვილმა რეფერალურ ჰოსპიტალში დაჭრილი სამართალდამცავები მოინახულა
22-11-2017, 20:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სამართალდამცავების მოსანახულებლად თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში მივიდა.

 

 

ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ პრემიერმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა, დაჭრილ სამარალდამცავებს კი, გამოჯანმრთელება უსურვა.

 

 

„მინდა ყველას მადლობა გადავუხადო - სპეცრაზმის თანამშრომლებს, როგორც სუს-იდან, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შსს-დან. მათი გმირობის შედეგად მივიღეთ ის, რომ განეიტრალდა საფრთხე. მინდა ვთქვა ასევე, რომ პოლიტიკოსები თუ სხვადასხვა ექსპერტი, რომლებიც გამოთქვამენ სხვადასხვა მოსაზრებას, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ასეთ სიტუაციებში არ არის გამართლებული ასეთი ტიპის სპეკულაციები და მე მგონი, უნდა იყოს რაღაც მომენტი, როცა ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ამას გაითვალისწინებენ. რა თქმა უნდა, შეკითხვები შეიძლება დაისვას. ბუნებრივია, არსებობს ინსტიტუციური ფორმატები, რომლებშიც ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, მაგრამ არ შეიძლება ასეთი დონის საჯაროობით, ასეთი ტიპის ოპერაციების დეტალებზე საუბარი.... ჩვენმა გმირმა ბიჭებმა შეძლეს ის, რომ გაანეიტრალეს ის საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა ძალიან ცუდი შედეგით დასრულებულიყო", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


პრემიერთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური იმყოფებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი