სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა, რეფერალურ საავადმყოფოში, სპეცოპერაციისას დაჭრილი შსს-ს თანამშრომლების მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„დაჭრილები არიან შსს-ს თანამშრომლები, სტაბილურია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას და სამძიმარი გამოხატა სუს-ის თანამშრომლის დაღუპვის გამო. „ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ არ დასრულებულიყო ასე, ასეთი ადამიანის დაღუპვა ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო.
„ღმერთს მადლობა, რომ მსუბუქად არიან დაჭრილები ჩვენი თანამშრომლები, ძალოვანი უწყების. იყო კითხვები, რატომ გაგრძელდა ამდენი ხანი, 18 საათი, 19 საათი, 20 საათი? ზუსტად იმიტომ, რომ არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები და ჩვენი ყველა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები - პოლიციელები, სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები, აქედან გამომდინარე იყო ეს ყველაფერი, რომ ნაკლები დანაკარგი ყოფილიყო. ასევე იყო საფრთხე, რომ მძევლად აეყვანათ მოსახლეობა, სერიოზული ჯგუფი იყო“, განაცხადა ვახტანგ გომელაურმა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავა პასუხის გაცემისაგან, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები და რომელ დაჯგუფებას მიეკუთვნებოდნენ ისინი.
გომელაურის თქმით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებიდან დაშავებულია 4 და გარდაცვლილია ერთი პირი.
სუს-ის უფროსი არ გამორიცხავს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას მომხდარს ტერორიზმის კვალიფიკაცია მიენიჭოს. „პროკურატურა იტყვის ამას“, თქვა გომელაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.