გიორგი კვირიკაშვილი სპეცოპერაციაზე: ვისაც არ ეზარება, ყველა გახდა ამ საქმის ექსპერტი და კარგად მცოდნე
22-11-2017, 20:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და არანაირი საფუძველი იმის რომ რაიმე შიში არსებობდეს უსაფრთხოებასთან მიმართებაში, არ არსებობს, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ მინისტრმა გააკეთა, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში, დაჭრილი სამართალდამცავების მოსანახულებლად მივიდა.

 

 

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო.

 

 

„მინდა პასუხი გავცე იმ სპეკულაციებს, რომ გაგრძელდა დიდი ხანი და ა.შ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია სხვადასხვაგვარად მოქმედება, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი იყო მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ამ მიმართულებით მსხვერპლი არ ყოფილიყო და ეს ჩვენმა სპეცრაზმის თანამშრომლებმა შეძლეს. ჩვენ გვინახავს სხვა ტიპის სპეცოპერაციები სხვა ქვვეყნებში, სადაც შენობებს ანგრევენ და ასეთ შედეგზე არიან ორიენტირებული. ჩვენ სხვა სტილი გვაქვს, სხვა ხელწერა გვაქვს და მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოიტანა ეს შედეგი, რაც ახლა გვაქვს.... დღეს, ვისაც არ ეზარება, ყველა გახდა ამ საქმის ექსპერტი და კარგად მცოდნე, მე მგონია, რომ ასეთ სიტუაციებში ცოტა მეტად ღირსეულად უნდა მოვიქცეთ ხოლმე და კიდევ ერთხელ ვამბობ, დავასრულოთ ეს სპეკულაციები და მადლობა გადავუხადოთ ამ ბიჭებს", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი