კალაძის განცხადების შემდეგ, გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ დაზარალებულებს „არაერთმა სასტუმრომ და კერძო პირმა ფართის უსასყიდლოდ დათმობა“ შესთავაზა - მანანა თოქმაჯიშვილი
22-11-2017, 23:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის დახმარების გაწევის შესახებ თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას კერძო სექტორი გამოეხმაურა და დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების დათმობის სურვილი გამოხატა, განაცხადა მერიის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, მანანა თოქმაჯიშვილმა.

 


„მას შემდეგ რაც თბილისის მერმა განცხადება გააკეთა და გაბრიელ სალოსის გამზირის მოსახლეობას თავშესაფარი შესთავაზა, არაერთმა სასტუმრომ და კერძო პირმა გამოთქვა დაზარალებულთათვის უსასყიდლოდ ფართის დათმობის მზაობა.

 


ისნის გამგეობა მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ვინც საჭიროებს თავშესაფარს, დაუკავშირდეს გამგეობას შემდეგ ნომრებზე: 2 375029, 599 537040 ; ასევე დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 722222“, წერს თოქმაჯიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი