სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა
23-11-2017, 10:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე,  შეკრებილებს გიორგობა მიულოცა და მის მიერ დღეს დაწერილი დადგენილება გააცნო.

 

 

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი”, ნათქვამია პატრიარქის დადგენილებაში, რომელიც ილია მეორის თქმით, დღეს დაიწერა.

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე, ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დებულებაში, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ 1995 წელს მიიღო.

 

 

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთვრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.

 


სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი მრევლს გიორგობას მიულოცავს და ქადაგებით მიმართავს.

 

 

დღესვე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 51-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

 

 

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მაღალყოვლადუსამღვდელოესი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსია. 

 

 

მიტროპოლიტი შიო, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში. კონსერვატორიის პირველ კურსზე მან გაიმარჯვა ვიოლონჩელისტების პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე (გავიდა პირველ ადგილზე). 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად.

 

 

1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა.

 

 

1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.

 

 

1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

 

 

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად. 7 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა იღუმენ შიოს ეპისკოპოსად კურთხევა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შეასრულა წმიდა სინოდის წევრების თანამონაწილეობით. 

 

 

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წელს ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

 

კომენტარები: 67
#67   Sybil
      
გუშინ, 03:09
#66   Margarette
      
References:


Best australian wire transfer casinos http://git.yang800.cn/pandajoin01
გუშინ, 00:18
#65   Colette
      
References:


How to deposit with osko at a casino codimd.zaehlwerk.net
23 ოქტომბერი 2026 16:57
#64   Olen
      
References:


Wire transfer casino withdrawal australia https://topsitenet.com/profile/patchblow19/2676095/
23 ოქტომბერი 2026 12:30
#63   Ulysses
      
References:


Osko casino deposit Australia casinos that accept PayID
and Osko
23 ოქტომბერი 2026 10:57
#62   Bryan
      
References:


Wire transfer casino processing time http://xhdyz.cn
23 ოქტომბერი 2026 02:56
#61   Benedict
      
References:


Desktop payid pokies bzsbs.cn
21 ოქტომბერი 2026 11:36
#60   Lieselotte
      
20 ოქტომბერი 2026 23:29
#59   Malorie
      
References:


Australian online casino payid pokies mapleprimes.com
20 ოქტომბერი 2026 13:14
#58   Iola
      
References:


Top bpay pokies docs.localcharts.org
18 ოქტომბერი 2026 17:43
#57   Amee
      
References:


Licensed osko casinos australia instant withdrawal pokies Australia
18 ოქტომბერი 2026 00:06
#56   Erin
      
References:


VIP payid pokies australia online pokies payid australia
15 ოქტომბერი 2026 01:23
#55   Brigitte
      
References:


Newest payid pokies australia payid
pokies deposit
14 ოქტომბერი 2026 23:40
#54   Perry
      
References:


Online casino payid pokies https://pad.stuve.de/1eqQHLldTuyai3gQqF5ueA
14 ოქტომბერი 2026 22:52
#53   Jason
      
References:


Payid pokies real money australia online casino payid pokies
14 ოქტომბერი 2026 17:21
#52   Holley
      
References:


Online pokies pay id 1 dollar deposit pokies payid
14 ოქტომბერი 2026 16:50
#51   Josie
      
References:


Pokies sites that take payid bbs.lotsmall.cn
14 ოქტომბერი 2026 16:11
#50   Demetra
      
References:


Play online pokies payid australia https://xbymw.com
14 ოქტომბერი 2026 14:48
#49   Kerrie
      
References:


Instant play payid pokies progressive jackpot payid pokies
14 ოქტომბერი 2026 11:59
#48   Ona
      
References:


Pay id pokies real money $5
payid pokies australia
14 ოქტომბერი 2026 07:37
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი