ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
მდინარაძემ სპეცრაზმელის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
„გვინდა გამოვეხმაუროთ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას.
პირველ რიგში ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილი გმირი სპეცრაზმელის დაღუპვის გამო, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და მთელ საქართველოს.
რაც შეეხება, სპეცოპერაციის დეტალებს, ამაზე საუბრობენ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები და დარწმუნებულნი ვართ, რომ გამოძიების შედეგად გაცილებით მეტი დეტალი გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეცოპერაციის დროს მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის ხარისხი ყველა სამსახურის მწყობრი და შეთანხმებული მუშაობის შედეგად, უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი, ამისთვის მადლობას ვუხდით სამართალდამცავებს“, განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს ნაჩქარევი და პოპულისტური განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ ამ შემთხვევაში, საქმე სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს ეხება.
„ჩვენი მხრიდან გვინდა შევუერთდეთ პრემიერის მოწოდებას და მოვუწოდოთ სხვადასხვა პოლიტიკოსებს თუ ექსპერტებს, თავი შეიკავონ ნაჩქარევი და რიგ შემთხვევებში პოპულისტური განცხადებების გაკეთებისგან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქმე არ ეხება რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ქვეყნის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს, ამიტომ ყველას ვთხოვთ კარგად გაათვიცნობიერონ მათ მიერ გაკეთებული განცხადების თუ თითოეული ფრაზის მოსალოდნელი ნეგატიური შედეგები“, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.