საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე წარადგინა.
„იმ საქმეში, რომელიც არის სამართლიანი, ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით“, აღნიშნა გახარიამ თეიმურაზ კუპატაძის წარდგენისას.
თეიმურაზ კუპატაძეს საპატრულო პოლიციაში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი იყო საპატრულო პოლიციის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, ამავე სამმართველოს ათეულის მეთაური. შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი. კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე.
თბილისის სახაზინო-საპატრულო სამმართველოს ოცეულის მეთაური, ამავე სამმართველოს ასეულის მეთაური. ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი, მცხეთა-მთიანეთის სახაზინო საპატრულო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი, მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი.
2017 წლის აგვისტოდან თეიმურაზ კუპრაძე იკავებდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.