აფხაზეთის უკანონო ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ყოველმხრივ ზღუდავს
07-05-2015, 02:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლეობისადმი დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, რომელსაც გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრის, 13 წლის მოზარდ ლევან ცაავას სიცოცხლე ემსხვერპლა.


როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრაგიკული ფაქტი ენგურსგაღმა და გამოღმა საქართველოში განსხვავებული ინტერპრეტაციებით ვრცელდება, ვერავინ უარყოფს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს აფხაზეთის უკანონო, დე-ფაქტო ხელისუფლება ყოველმხრივ ზღუდავს და ელემენტარულ უფლებებს ართმევს, რის გამოც არაერთხელ დამდგარა ასეთი ტრაგიკული შედეგი.


„დროა, მსგავსი უბედურების პრევენციისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ეროვნების, სარწმუნოების, სქესისა თუ ასაკის მიუხედავად, მიეცეთ უფლება, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას ეხება, ყოველგვარი ბარიერის გარეშე გადალახონ ე.წ. საზღვარი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის“,-ნათქვამია განცხადებაში.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ჟენევისა თუ სხვა ფორმატის საერთაშორისო ფორუმების მონაწილეებს მოუწოდებს, აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით, ეს საკითხი უახლოეს შეხვედრაზე პრინციპულად განიხილონ, შესაბამისი – ჰუმანური გადაწყვეტილება მიიღონ და ამით აფხაზეთში ადამიანის სიცოცხლის ხელშეუვალი უფლების დაცვას ხელი შეუწყონ.


მიმდინარე წლის, 4 მაისს 13 წლის მოზარდი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოუშვეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად გარდაიცვალა. მოზარდი გალის საავადმყოფოში მკურნალობდა, მდგომარეობის გართულების შემდეგ, მისი ზუგდიდში გადმოყვანა გახდა საჭირო, თუმცა, ე.წ. საშვის არქონის გამო, ის ენგურის ხიდზე არ გადმოუშვეს.


გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის ენგურზე გადასვლისთვის, ოკუპანტებმა 500 ლარი ან სპეციალური მოწმობა მოითხოვეს. მათი არ ქონის გამო, მშობლებმა მოზარდის ზუგდიდში გადმოყვანა შემოვლითი გზით სცადეს, თუმცა, ბავშვი გზაში გარდაიცვალა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი