საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „საქმე საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან" გვაქვს.
მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებები სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს.
შეკითხვაზე, სპეცოპერაციისას დაღუპულთა შორის არის თუ არა აჰმედ ჩატაევი, გახარიამ ასე უპასუხა:
„კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და ექსპერტიზის დასრულებას".
მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.