მიტროპოლიტი შიო პატრიარქის მოსაყდრეობაზე: ამ მსახურებისთვის ჩემი თავი უღირსად მიმაჩნია
23-11-2017, 14:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პატრიარქის მიერ მის მოსაყდრედ დასახელების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

 


მიტროპოლიტი აცხადებს, რომ „ეს არის განსაკუთრებული ვითარება. ჩვენს ისტორიაში მე ვერ ვიხსენებ ასეთ ვითარებას".

 

 

„ნამდვილად, ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. ძალიან ვღელავ. ერთი მხრივ, დიდი სიხარულია რომ მისმა უწმინდესობამ ასეთი დიდი პატივი მარგუნა, მეორე მხრივ, ძალიან ვღელავ, რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია. იმედი მაქვს ღვთის მადლის შეწევნის, წმინდა გიორგის მადლისა და მისი უწმინდესობის მამობრივი ლოცვა-კურთხევის.

 

 

ვერ გეტყვით, რატომ მიიღო ამ ფორმით ჩემი დასახელების გადაწყვეტილება. ამ მსახურებისთვის ჩემი თავი უღირსად მიმაჩნია. მეტის თქმა არ შემიძლია. ეს არის განსაკუთრებული ვითარება. ჩვენს ისტორიაში მე ვერ ვიხსენებ ასეთ ვითარებას", განაცხადა მეუფე შიომ.

 

 

მისი განცხადებით, პატრიარქის გადაწყვეტილების შესახებ წუხელ გაიგო. მისივე თქმით, „უახლოეს მომავალში გამოჩნდება ვალდებულებები როგორი იქნება“.

 

კომენტარები: 2
#2  Guardian.ge
      
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე, – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დებულებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ 1995 წელს მიიღო.
23 ნოემბერი 2017 04:33
#1   გენერალური მდივანი
      
გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და სულის სიმშვიდეს. წმიდა გიორგი ყოფილიყოს საქართველოსა და თითოეული თქვენგანის მფარველი.
ღმერთმა მრავალ გიორგობას დაგასწროთ.
იქნებ ვრცლად განგვიმარტოთ, რას ნიშნავს; „ეს არის განსაკუთრებული ვითარება. ჩვენს ისტორიაში მე ვერ ვიხსენებ ასეთ ვითარებას".
რაზედაც წინასწარ გიხდით მადლობას.
23 ნოემბერი 2017 04:18
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი