თბილისის მერმა, კახა კალაძემ ის ოჯახები მოინახულა, რომლებიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შემდეგ, დედაქალაქის მერიამ სასტუმროში დროებით დააბინავა.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, კახა კალაძე აღნიშნულ ოჯახებს გაესაუბრა და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფაში დახმარებას დაჰპირდა. მანვე ისნის რაიონის გამგებელს კახა ლაბუჩიძეს სთხოვა, სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებს მაქსიმალური დახმარება გაეწიოს.
„12-მა ოჯახმა მოგვმართა, რომლებიც დროებითი საცხოვრებელი ფართებით იქნებიან უზრუნველყოფილი. რაც შეეხება კორპუსის მდგრადობას, დაწყებულია მუშაობა და უახლოეს მომავალში, გვეცოდინება რა მდგომარეობაა. პრემიერის დავალებაა, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს და შესაბამისად, უახლოეს დღეებში ამ მიმართულებით, სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ. ჩატარდება ასევე, ინვენტარიზაციის სამუშაოები და იქ მცხოვრებ ადამიანებს, ვისაც რა დაუზიანდა, ყველაფერი აღდგენილი იქნება“, აღნიშნა კახა კალაძემ.
ისნის რაიონის გამგებლის განცხადებით, სანამ აღნიშნულ ბინებში შესაბამისი პროცედურები არ ჩატარდება, თბილისის მერია დაზარალებული ოჯახების ქირით გადაყვანას უზრუნველყოფს.
„კორპუსში კრიმინალისტები მუშაობენ. სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედებები ხვალ დასრულდება. ამ ეტაპზე, 12-მა ოჯახმა მოგვმართა, გუშინ კი, სამი მომართვა იყო. იმ ოჯახებს, რომლებიც საკუთარ ბინებში ვერ ბრუნდებიან, ორი-სამი დღის შემდეგ, ფართებს ვუქირავებთ და შერჩეულ ბინებში გადავიყვანთ“, განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას, ვისაც დროებითი საცხოვრებელი ფართის საჭიროება აქვს, შეუძლია მიმართონ ისნის გამგეობას შემდეგ ნომრებზე:2 37 50 29, 599 53 70 40; ასევე, დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.