ირაკლი კობახიძე: „ვფიქრობ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატურად შემოთავაზებული კანდიდატებიდან ერთ-ერთს დაასახელებს“
23-11-2017, 16:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მნიშვნელოვანია, რომ იყოს თანხვედრა საპარლამენტო უმრავლესობისა და სამოქალაქო სექტორის პოზიციებში“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრაზე ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძის და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურები დასახელდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახალ ომბუდსმენს პარლამენტი, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში აირჩევს.

 

 

„უახლოეს დღეებში უნდა დასახელდეს სახალხო დამცველის კანდიდატურა. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, შემდეგ სასესიო კვირაში, კენჭი ეყრება სახალხო დამცველს და არჩეული იქნება ახალი ომბუდსმენი. შესაბამისად, გვინდოდა კონსულტაციების გავლა არასამთავრობო სექტორთან, ჩვენს უცხოელ კოლეგებთან. მათ შემოგვთავაზეს ოთხი კანდიდატი. მანამდე კრიტერიუმებზე გვქონდა საუბარი. კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, კვალიფიკაცია, გამოცდილება ადამიანის უფლებების სფეროში. რაც შეეხება კანდიდატებს, მათ დაასახელეს ოთხი კანდიდატი, ეს არის ანა ნაცვლიშვილი, ნინო ლომჯარია, ზვიად ქორიძე და ვახუშტი მენაბდე“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, სადაც სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

 


„ჩვენ კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში არ გვქონია, აქედან გამომდინარე, რთულია ამ ეტაპზე იმის თქმა, თუ რა არჩევანს გააკეთებს საპარლამენტო უმრავლესობა. ასევე, მე გამიჭირდება იმის თქმა, თუ რა რაოდენობის დეპუტატები ვის ანიჭებენ უპირატესობას. შედგება ხვალ კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, იყოს თანხვედრა საპარლამენტო უმრავლესობისა და სამოქალაქო სექტორის პოზიციებში. მისივე თქმით, კანდიდატურასთან დაკავშირებით გუნდში გამართულ მსჯელობაში, ბუნებრივია, ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე - პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

 

 

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ იყოს თანხვედრა საპარლამენტო უმრავლესობისა და სამოქალაქო სექტორის პოზიციებში, აქედან გამომდინარე, ჩემთვის, პირადად, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ამ ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის დასახელება. თუმცა, ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტი. ჩვენ გვექნება გუნდში მსჯელობა და ამ მსჯელობაში, ბუნებრივია, ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი