ბრიუსელში სააგენტო "როიტერსს" ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში კანონის უზენაესობის შესახებ ესაუბრა.
"როიტერსის" ჟურნალისტის განცხადებით, ევროკავშირი შეშფოთებულია რამდენიმე ყოფილი მინისტრის და სხვა ოფიციალური პირების დაპატიმრებით. ჟურნალისტის განცხადებით, ზოგიერთები კი, იმასაც შიშობენ, რომ სააკაშვილიც მათ ბედს გაიზიარებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს ახალი მთავრობა შერჩევით სამართალს არასოდეს მიმართავს, თუმცა მისი თქმით, ის ვერაფრის გარანტიას იძლევა, რადგან კანონზე მაღლა არავინ დგას.
"საქართველოს ახალი მთავრობა არასოდეს მიმართავს შერჩევით სამართალს. მე ვერ ვიძლევი იმის გარანტიას, რომ სააკაშვილი არასოდეს წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე, რადგან, არავინ დგას კანონზე მაღლა", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.