თამარ ჩუგოშვილი: პარლამენტის მხრიდან სწორი და ღირსეული გადაწყვეტილება იქნება, თუ სახალხო დამცველს არასამთავრობო სექტორის მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან აირჩევს
23-11-2017, 16:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მიერ დასახელებულ კანდიდატები შეაფასა და აღნიშნა, რომ პარლამენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ შემოთავაზებული კანდიდატურებიდან სახალხო დამცველის პოზიციაზე ერთ-ერთს დაასახელებს.

 

 

„ვფიქრობ, რომ ის კანდიდატები, რომლებიც დასახელებულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, არიან საკმაოდ ღირსეული კანდიდატები. თავიანთი საქმიანობის განმავლობაში, მათ ადამიანის უფლებების მიმართ ერთგულება დაამტკიცეს. ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორმა მნიშვნელოვანი და პოზიტიური პროცესი გაიარა, როდესაც ოთხ კანდიდატზე ჩამოყალიბდა. მივიჩნევ, რომ პარლამენტის მხრიდანაც იქნება ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება, თუ გაითვალისწინებს ამ შემოთავაზებას და სახალხო დამცველი შემოთავაზებული კანდიდატებიდან დასახელდება, ვინაიდან, სახალხო დამცველი, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ორგანო და თანამდებობის პირია, ის ყველაზე ახლოს არის სამოქალაქო სექტორთან და ყველაზე მჭიდროდ მას უწევს სწორედ სხვა კონსტიტუციური ორგანოებიდან არასამთავრობო სექტორთან საქმიანობა. იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეჯერდება ამ ოთხიდან რომელიმე კანდიდატზე, მე კონკრეტული, გამოკვეთილი ფავორიტები არ მყავს. მთავარია, რომ არასამთავრობო სექტორისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მისაღები პირებიდან ერთ-ერთის დასახელება მოხდეს პარლამენტის მიერ“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

შეხვედრაზე ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძის და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურები დასახელდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი