ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსულმა თოვლმა ადგილობრივებს მცირე პრობლემები შეუქმნა. ცაგერის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეწყვეტილი იყო ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის კი, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქალაქში აღდგენილია ელექტრომომარაგება, ხოლო სოფლებში სამუშაოები გრძელდება.
მერიის ინფორმაციით, ამინდის გაუარესების გამო, მერიაში დღეს გამართულ თათბირზე, შეიქმნა შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ასევე მერის, ავთანდილ უგრეხელიძის დავალებით, შესაბამისი სამსახურები, მუნიციპალიტეტის თემების მიხედვით, კონტროლსა და კოორდინაციას გაუწევენ გზების თოვლისგან გაწმენდით სამუშაოებს.
ამ დროისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტში გადაადგილების კუთხით შეფერხება არ არსებობს, თუმცა, მობილიზებულია ტექნიკა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, გზების თოვლისგან გასაწმედად გამოიყენებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.