სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა, განუცხადა დაკავებულის ადვოკატმა, იმედა ქარქაშაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ჟურნალისტებს.
მან დაკავებულის ვინაობის გამჟღავნებისაგან თავი შეიკავა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილია, მისი სახელი და გვარი არ გაჟღერდეს. ის მანამდე დააკავეს, ვიდრე სპეცოპერაცია დაიწყებოდა. დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ”, განაცხადა იმედა ქარქაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.