რუსი მსახიობი ნიკოლაი გოდოვიკოვი, რომელიც საბჭოთა ფილმში „უდაბნოს თეთრი მზე“ ახალგაზრდა წითელარმიელის, პეტრუხას როლს თამაშობდა, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ „მე-5 არხზე“ დაყრდნობით იტყობინება.
როგორც სააგენტო წერს, არტისტის დირექტორმა, ვიაჩესლავ სმოროდინოვმა განაცხადა, რომ გოდოვიკოვი ბოლო პერიოდში ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა, თუმცა სმოროდინოვის სიტყვებით, მსახიობმა დაავადების შესახებ არ იცოდა. „დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მას მეტასტაზები ჰქონდა თირკმელებზე“, აღნიშნა მან და დაამატა, რომ გოდოვიკოვის დასაფლავების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მსახიობს არაერთი კონოსახე აქვს შექმნილი და ფილმები, რომლებშიც ის მონაწილეობდა, უკვე რუსული კინოს კლასიკად იქცა, თუმცა მას ყველაზე დიდი აღიარება ფილმმა, „უდაბნოს თეთრი მზე“ მოუტანა.
2000-იან წლებში გოდოვიკოვს სერიალებშიც იღებდნენ. იგი თამაშობდა სერიალ „ბანდიტურ პეტერბურგში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.