„ამ ეტაპზე, მივცეთ საშუალება ძალოვნებს, რომ თავისი საქმე გააკეთონ“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეკითხვას, რამდენად საჭიროდ მიიჩნევს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საპარლამენტო ფორმატში განხილვას.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, თამარ ჩუგოშვილმა გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ახლა პოლიტიკური სპეკულაციების დრო არ არის.
„ვიზიარებ გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრების მწუხარებას. ძალიან მძიმე და სამწუხარო ფაქტი იყო. მგონი, არ არის ეს ის მომენტი, როდესაც სხვადასხვა პირები პოლიტიკური სპეკულაციებით უნდა იყვნენ დაკავებულები და პოლიტიკურ ქულებს უნდა იწერდნენ, როდესაც ასეთი მძიმე ფაქტი მოხდა და ჩვენს სამართალდამცავებს ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა თავისი სიცოცხლის ფასად მოუხდათ. ამ ეტაპზე ძალოვნებს მივცეთ საშუალება, რომ თავისი საქმე გააკეთონ“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.