საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტს ან ბრასორს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო კომისიის თანამომხსენებელთა კონსტრუქციული მუშაობისათვის სტუმარს მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა ე.წ ხელშეკრულების გამო, რომელიც რუსეთმა სოხუმსა და ცხინვალთან გააფორმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ შეასრულა საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების ყველა პირობა მაშინ, როდესაც რუსეთი კვლავ არღვევს საკვანძო დებულებათა უმრავლესობას. ამ ვითარების ფონზე, პრემიერმა თხოვნით მიმართა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, გამოიყენოს ყველა არსებული საშუალება და მოუწოდოს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აღებული ვალდებულებები. თავის მხრივ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე და ამ პროცესში ევროპის საბჭოს როლზე ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.