შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ 22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქალაქ თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლები თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში მოინახულა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, საბანაძე დაჭრილი მებრძოლების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო. მან განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა სპეცოპერაციის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის და ღრმა მწუხარება გამოთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებული ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მებრძოლის დაღუპვის გამო.
„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანაყოფის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე და მივუსამძიმრო მის ოჯახს. აქვე მსურს, აღვნიშნო, რომ ჩვენი დაჭრილი თანამშრომლების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ პოლიციელსა და სპეციალური დანაყოფის წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას იღებდა სპეცოპერაციაში და მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინა. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაიცვეს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება“, განაცხადა კახაბერ საბანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.