შუახევის მუნიციპალიტეტს დიდთოვლობისგან შექმნილი პრობლემების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება
24-11-2017, 12:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შუახევის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი დაბა შუახევში 30-40 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში კი, 90-120 სმ-ს აღწევს.

 

 

შუახევის მერიის პრესსამსახურის ცნობით, უამინდობამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც, მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

 

 

მათივე ინფორმაციით, ელექტრომომარაგების შეწყვეტის გამო, არ მუშაობს ჭვანის, უჩამბის, ხიჭაურის, ბარათაულის, ჭალა-წყაროთის საბავშვო ბაგა-ბაღები. სწავლა შეჩერებულია ნაღვარევის, სხეფის და უჩამბის საჯარო სკოლებშიც.

 

 

„ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხებულა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან დაკავშირება შესაძლებელია მაღალი გამავლობის, ორხიდიანი ტრანსპორტით მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. მაღალი ზონის სოფლებში ტრანსპორტი ვერ მოძრაობს. უმეტესი სოფლებიდან სამგზავრო ტრანსპორტი არ გამოსულა.

 

 

მოსახლეობა უზრუნველყოფილია სათბობით (შეშით), სურსათით, პირუტყვის საკვებით.

 


დილიდან გაიწმინდა დაბის ცენტრალური ქუჩები და ეზოები. ნებისმიერი ტრანსპორტი გადაადგილდება თავისუფლად. მზადყოფნაშია საგზაო ტექნიკა და მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით გზების აღდგენის სამუშაოები", აცხადებენ შუახევის მერიაში, სადაც ამ წუთებში მერის, ფრიდონ ფუტკარაძის ხელმძღვანელობით, შტაბის საგანგებო სხდომა მიმდინარეობს, სადაც მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობასა და განხორციელებულ ღონისძიებებს განიხილავენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი