საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპესოპერაციასთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას პირველი კომენტარი გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილმა გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა და სპეცოპერაციაში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს. ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად თავის სიცოცხლეს სწირავენ და რისკის ქვეშ ამყოფებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები იქნან დაცული. მადლობა უნდა ვუთხრა ყველა იმ საგანგებო დანიშნულების ჯგუფს, რომელიც ამ დღის განმავლობაში მუშაობდა უმნიშვნელოვანეს საკითხზე, ერთი მხრივ, ოპერაციის ჩატარებაზე და მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეების გარიდებაზე საშიში ზონიდან, მათ მშვიდად იქიდან გამოყვანაზე. ეს არის თითოეული გმირობის მაგალითი, რომელსაც ჩვენი საგანგებო დანიშნულების მებრძოლები ახორციელებენ. სამწუხაროდ, ამ მომენტში არიან ხოლმე დაჭრილები და გარდაცვლილები და დიდი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც თავის სიცოცხლეს ჩვენი სახელმწიფოსთვის და თითოეული მოქალაქისთვის რისკავს”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.