გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო და სამაგალითო პარტნიორია
24-11-2017, 10:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრით დაიწყო.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას, ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ განსაკუთრებულ პროგრესს და საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას. დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო და სამაგალითო პარტნიორია.

 


მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატის შესახებ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს როლს აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებაში. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან მიმართებაში აქვს ამბიციური ორმხრივი დღის წესრიგი, 2017-2020 წლებისთვის გაწერილი სამოქმედო გეგმა და მზად არის, გააკეთოს იმაზე მეტი ევროკავშირთან დაახლოებისთვის, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს.

 


ასევე, განხილულ იქნა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და ხაზი გაესვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების საკითხებში წელს გახსნილი ახალი სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობას.

 


შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. დონალდ ტუსკმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და ხაზი გაუსვა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ამ პროცესში.

 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ მინისტრს ასევე მიულოცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით და მაღალ დონეზე ჩატარება", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი