საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ხვალინდელი სამიტის, ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოსა და უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას.
„მოხარული ვარ ჩემს პარტნიორსა და ძვირფას მეგობართან შეხვედრით. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ დღეისათვის ჩვენი ურთიერთობები აქტიურად ვითარდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. ჩვენი პირადი ურთიერთობები, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ, მათ შორის, მოკლეტექსტური შეტყობინებით საფეხბურთო მატჩის შედეგების მილოცვა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას აქვს უზარმაზარი პერსპექტივები", განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოტენციალზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.
„მივესალმებით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მზარდ ურთიერთობებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ აქ ერთად ვიმყოფებით. ჩვენს ქვეყნებს აქვთ საერთო ამბიციები, ევროპული და ევროატლანტიკური მიზნები, რაც ჩვენს საშინაო და საგარეო დღის წესრიგს განსაზღვრავს. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა განვიხილოთ ჩვენი შემდგომი ურთიერთობები, რომელსაც განვითარების გაცილებით უფრო ფართო და ღრმა პოტენციალი აქვს", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებზე და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურთიერთმხარდაჭერა დაადასტურეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.