გიორგობისა და ხონელობის დღესასწაულის აღნიშვნა ხონში წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. ტაძარში მრევლი, მოწვეული სტუმრები – იმერეთის რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები, მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საზეიმო წირვას დაესწრნენ, რომელიც ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა მეუფე საბამ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ კი ხონის ქუჩებში ლიტანიობა გაიმართა.
ხონში მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა კუტურული თუ სპორტული ღონისძიება იმართებოდა. გიორგობის აღნიშვნას ხონში დიდი ხნის ტრადიცია აქვს: გადმოცემით, წმინდა გიორგის მარჯვენა მკლავი სწორედ ხონშია დაკრძალული, მარცხენა კი – აფხაზეთში, ილორში. რაც შეეხება ,,ხონელობის,, სახალხო დღესასწაულის აღნიშვნას, საფუძველი 90-იან წლებში ჩაეყარა და ყოველწლეურად უფრო და უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.