საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მოწინავე ქვეყნის მიღწევებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკასა და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგზე.
აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის, კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგას ევროკავშირთან მეტად დაახლოებისთვის.
ევროკომისიის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული რეფორმები, ასევე - პრემიერ მინისტრს მიულოცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებულად ჩატარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.