ზიმბაბვეს ახალმა პრეზიდენტმა, ემერსონ მნანგაგვამ, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან ოთხშაბათს დაბრუნდა სამშობლოში, რუბერტ მუგაბეს 37-წლიანი მმართველობის დასრულების შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქ ჰარარეში ხალხით გადაჭედილ სტადიონზე ფიცი დადო.
მუგაბეს მიერ, რომელიც პრეზიდენტის პოსტს მის მეუღლეს, გრეის მუგაბეს უმზადებდა, მნანგაგვას ვიცე-პრეზიდენტობიდან გადაყენებას ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა, ძალაუფლება ხელში არმიამ აიღო და პრეზიდენტ მუგაბეს შინაპატიმრობა მიუსაჯა, რის შემდეგაც მმართველმა Zanu-PF-ის პარტიამ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, თუმცა მისი გაგრძელების საჭიროება დღის წესრგიდან რობერტ მუგაბეს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილებამ მოხსნა.
მუაგბე და მისი ოჯახი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დასწრებიან. ამის ოფიციალურა მიზეზად ის დასახელდა, რომ 93 წლის ყოფილ პრეზიდენტს დასვენება ესაჭიროებოდა.

ამ დროისთვის როებრტ მუგაბეს და მისი ცოლის (ფოტოზე) ადგილსამყოფელი უცნობია, თუმცა გავრცელებული ცნობებით მაა და ოჯახის წევრებ ხელშეუხებლობის გარანტია აქვთ მიღებული.
ოპოზიცია დაჟინებით მოუწოდებს მნანგაგვას, რომელიც მმართველი ელიტის ნაწილია, დაასრულოს „კორუფციის ეპოქა“.
როგორც BBC წერს, მნანგაგვა ბევრის მიერ ასოცირებულია იმ საშინელებებთან, რაც 1980 წლის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მმართველი Zanu-PF-ის პარტიის მიერ არის ჩადენილი.
(75 წლის მნანგაგვამ 10 წელი გაატარა ციხეში თეთრკანინათა მმართველობის დროს მატარებელზე თავდასხმისთვის; 37 წელი მთავრობაში).
იგი 1980-იან წლების სამოქალაქო კონფლიქტისას, როცა ათასობით სამოქალაქო პირი იქნა მოკლული, ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის სათავეში იყო, მაგრამ იგი უარყოფს რაიმე მონაწილეობას მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში და ამაში არმიას სდებს ბრალს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.