ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
ბიუჯეტის პროექტი - ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები დამსწრე საზოგადოებას, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ გააცნო. დ. ჭოჭუას განმარტებით: შემოსავლები განისაზღვრა 8157.7 ათასი ლარით. აქედან: გადასახადები 5800,0 ათასი ლარი, გრანტები 2010.0 ათასი ლარი (აქედან: 1800.0 ათასი ლარი - გათანაბრებითი ტრანსფერი; 210,0 ათასი ლარი - მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად), სხვა შემოსავლები 347.7 ათასი ლარი.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პრიორიტეტებს - ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო და სკოლამდელი განათლება წარმოადგენს.
ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს წევრები, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ინფორმაციას ხობის მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.