(აღნიშნულ ფოტოზე ასახულია ჯამაის მეჩეთი, ჰერატში, რომლის აფეთქების შედეგად, 2017 წლის 6 ივნისს სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა).
ტერორისტები ეგვიპტეში ჩრდილოეთ სინას რეგიონის ბირ ალ-აბდის მეჩეთს იმ დროს დაესხნენ თავს, როცა იქ მორწმუნეების შუადღის ლოცვაზე იყვნენ შეკრებილნი, მოკლულია ათეულობით ადამიანი.
„დეილი სტარის“ ცნობით, ბომბი მეჩეთის შენობის შიგნით ლოცვების დასრულებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
ეჭვმიტანილმა მებრძოლებმა ბომბის აფეთქების შემდეგ მეჩეთიდან გამოქცეულებს ცეცხლი გაუხსნეს, რის მერეც „ჯიპებში“ ჩასხდნენ და გეზი უდაბნოსკენ აიღეს.
„იერუსალიმ პოსტის“ ცნობით, მოკლულია 50-ზე მეტი და დაჭრილია 75 ადამიანი.
ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ ფატა ალ-სისი ინციდენტის განხილვის მიზნით უსაფრთხოების სამსახურის მაღალი რანგის პირებს შეხვდება, იუწყება BBC ადგილობრივ სატელევიზიო არხზე დაყრდნობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.