საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ფინელ კოლეგას, იუჰა სიპილას შეხვდა.
პრემიერ მინისტრების პირველი შეხვედრისას, საუბარი შეეხო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებს და სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას.
საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე და სავაჭრო ბრუნვის მზარდ ტენდენციაზე, რომელმაც 2017 წელს 41%-ს გადააჭარბა. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა თბილისში გამართული ერთობლივი ბიზნესფორუმისა და ჰელსინკიში დაფუძნებული საქართველო-ფინეთის ბიზნესსაბჭოს როლს და გამოითქვა იმედი, რომ არსებული პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება.
პრემიერ მინისტრმა კვირიკაშვილმა ფინელ კოლეგას ასევე მიაწოდა ინფორმაცია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის, განხორციელებული რეფორმებისა და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის წამყვანი პოზიციების შესახებ.
გიორგი კვირიკაშვილმა ფინეთის პრემიერ მინისტრსა და ფინელ ხალხს ფინეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა.
პრემიერმა იუჰა სიპილამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ფინეთის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.