საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ომბუდსმენის „წინააღმდეგ დროში და სივრცეში დაკარგულ-აბნეული პოლიტიკური კამპანია წარმოებდა, რომელიც იმ პოლიტიკური კულტურის გამოხატულებაა, რომლითაც სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ფუნქციონირებას ვაფასებთ".
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ხელისუფლების კონცენტრაციის ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა და პოლიტიკური პროცესი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილი მიესალმება და დასაფასებლად მიიჩნევს მმართველი პარტიის პოზიციას, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურა ინიცირებული იყოს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.
„მინდა მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მათ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და როლი აქვთ შესასრულებელი. თქვენ მოგეცათ შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსიროთ საქართველოში უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის და თანამდებობის შერჩევისას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში იყოთ ძალიან გულწრფელები, ანგარიში არ გაუწიოთ პოლიტიკურ კონიუნქტურას, არ განახორციელოთ თვითცენზურა, არამედ სრულიად გულწრფელად, ნათელი გზავნილი მისცეთ როგორც მმართველი პარტიის ინიციატივას, ასევე მთელ ქართულ საზოგადოებას ვინ მიგაჩნიათ, რომ უნდა იცავდეს ქალთა, ბავშვთა, პოლიტიკურ ძალთა, მედიის უფლებებს საქართველოში.
ეს მნიშვნელოვანი ტვირთია, რაც თქვენს წინაშეა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევანის დროს იყოთ რაც შეიძლება ნაკლებად პოლიტიკური კონიუნქტურით მოცულები და რაც შეიძლება მეტად გულწრფელები იყოთ საკუთარ თავთან და ქართულ საზოგადოებასთან", აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა უჩა ნანუაშვილს სახალხო დამცველობის პერიოდში გაწეული სამსახურისათვის და წარმატებები უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.