300-ზე მეტი ადამიანია მოკლული ეგვიპტეში მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად
24-11-2017, 17:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

300-ზე მეტი ადამიანია მოკლული და 100-ზე მეტი კი დაჭრილი ეგვიპტის ჩრდილოეთით მდებარე სინას პროვინციაში, ეჭვმიტანილი მებრძოლების მიერ მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას BBC სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


თავდაპირველი ცნობების მიხედვით, დაღუპული იყო 54 და ჭრილობები ჰქონდა მიყენებული 75 ადამიანს.

 

 

ტერორისტები ეგვიპტეში ჩრდილოეთ სინას რეგიონის ბირ ალ-აბდის მეჩეთს იმ დროს დაესხნენ თავს, როცა იქ მორწმუნეების შუადღის ლოცვაზე იყვნენ შეკრებილნი. 

 


„დეილი სტარის“ ცნობით, ბომბი მეჩეთის შენობის შიგნით ლოცვების დასრულებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა.

 

 

 


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

 

 

ეჭვმიტანილმა მებრძოლებმა ბომბის აფეთქების შემდეგ მეჩეთიდან გამოქცეულებს ცეცხლი გაუხსნეს, რის მერეც „ჯიპებში“ ჩასხდნენ და გეზი უდაბნოსკენ აიღეს.

  

 

ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ ფატა ალ-სისი ინციდენტის განხილვის მიზნით უსაფრთხოების სამსახურის მაღალი რანგის პირებს შეხვდება, იუწყება BBC ადგილობრივ სატელევიზიო არხზე დაყრდნობით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი