საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის პრემიერ მინისტრს, ედუარდ ფილიპს შეხვდა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის მთავარი თემები იყო ორმხრივი თანამშრომლობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის კიდევ უფრო გაძლიერება.
ყურადღება დაეთმო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. აღინიშნა სხვადასხვა სფეროში საფრანგეთისა და საქართველოს თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს „ღია მმართველობის პარტნიორობის" შესახებ, რომლის თავმჯდომარეობა საქართველომ საფრანგეთისგან ცოტა ხნის წინ გადაიბარა. გიორგი კვირიკაშვილმა ფრანგ კოლეგას საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები გააცნო.
პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.