გიორგი ზვიადაძე: მოსაყდრის დანიშვნა არ ნიშნავს, რომ პატრიარქმა შეწყვიტა მმართველობა
24-11-2017, 18:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, „როცა პატრიარქი ცოცხალი ბრძანდება, მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, მას აქვს უაღრესად ნათელი გონება და ის დღესაც მართავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მოსაყდრის დანიშვნა არ ნიშნავს, რომ მან შეწყვიტა მმართველობა".

 

 

ზვიადაძის განმარტებით, პიროვნება შეიძლება დაეხმაროს უწმინდესს, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უშუალოდ პატრიარქი მართავს.

 

 

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში არის სპეციალური თავი, რომელიც პატრიარქის და მის უფლებამოსილებებს ეხება. მასში საუბარია მოსაყდრის შესახებ. ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, მოსაყდრის განსაკუთრებული ფუნქციები განსაზღვრული არ არის. ერთ-ერთი არსებითი ფუნქცია არის ის, რომ ღმერთმა მრავალი წელი სიცოცხლე შესძინოს პატრიარქის მოღვწეობას, რომელსაც უდიდესი დამსახურება აქვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე, მხოლოდ მოსაყდრეს აქვს უფლება მოიწვიოს გაფართოებული კრება და წმინდა სინოდის სხდომა", განაცხადა გიორგი ზვიადაძემ, რომლის განმარტებითაც, „მოსაყდრის განსაკუთრებულ უფლებამოსილებებზე საუბარი არ არის და ეს არც იმას ნიშნავს, რომ მოსაყდრე ავტომატურად შეიძლება გახდეს საქართველოს მომავალი პატრიარქი. პატრიარქს წმინდა სინოდი ირჩევს და ამ არჩევაში მონაწილეობას მღვდელთმთავარები იღებენ".

 


საქართველოს პატრიაქმა, ილია მეორემ მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი