საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმების შემდეგ, ახალი სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით კონსულტაციები უახლოეს მომავალში დაიწყება.
„ჩვენ გვექნება თანამშრომლობა აღმასრულებელ ორგანოსთან, მთავრობასთან და ბუნებრივია, ამ კონსულტაციების საფუძველზე, ჩამოყალიბდება ახალი სისტემა, რომელიც უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია კრიზისებთან. ამასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში დაიწყება კონსულტაციები და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმები“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ კრიზისების მართვის საბჭოს ეფექტიანობასთან დაკავშირებით, კითხვები არსებობდა.
„იყო კითხვები კრიზისების მართვის საბჭოსთან დაკავშირებით, მათ შორის, ეფექტიანობის კუთხით და ამიტომაც დადგა დღის წესრიგში რეფორმირების საკითხი. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ და რეფორმირება უნდა მოხდეს ამ სისტემის“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.