საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ წუთებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, ტერეზა მეის ხვდება. შეხვედრა ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში მიმდინარეობს.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი დღეს ბრიუსელში გაიხსნა. ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ბრიუსელში გამართული სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა.
22-გვერდიანი დოკუმენტი 21 პუნქტისგან შედგება და მასში ჩამოთვლილია ის 20 ამოცანა, რომლის შესრულებაც 2020 წლამდე უნდა მოხდეს.
დეკლარაციის თანახმად, სამიტის მონაწილეები ადასტურებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მნიშვნელობას ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.