ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილმა ხანძარმა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
თავდაპირველად ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ გარდაცვლილი იყო 3 ადამიანი, თუმცა ოდნავ მოგვიანებით გაირკვა, რომ ხანძარს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაზიანებები აქვს მიღებული ექვს ადამიანს.
სასტუმროდან და მისი მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ხანძრის ლოკალიზებას ახდენენ.
ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ რამ გამოიწვია ხანძარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.