დიდთოვლობა აჭარაში - შუახევში მოსულმა უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა. შუახევის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის ელექტრომომარაგება კვლავ შეზღუდული აქვს.
ენერგოკომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, მიმდინარეობს დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა და ელექტროენერგიის მიწოდება დღის მეორე ნახევარში გახდება შესაძლებელი.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხებულა. საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლობის განცხადებით, მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა.
შემნილი მდგომარეობის განხილვის მიზნით, მერიაში მერის, ფრიდონ ფუტკარაძის ხელმძღვანელობით, საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.