სასტუმრო „ლეოგრანდში" გუშინ მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებულები კლინიკებში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად მოინახულა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კლინიკა „მედცენტრში" ორი პაციენტი იმყოფება, მათ შორის ერთი მეხანძრეა. დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი სამედიცინო დაწესებულებას დღის ბოლომდე დატოვებენ.
მთავრობის წევრები ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშიც იმყოფებოდნენ. აქ მკურნალობის კურსს ისრაელის მოქალაქე გადის, 72 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ხანძრის შედეგად ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში 21 პაციენტი მოთავსდა. დღეს კლინიკაში მხოლოდ ერთი მათგანი დარჩება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.