არის თუ არა გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის საერთაშორისო ტერორისტად გამოცხადებული ახმედ ჩატაევი, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, აცხადებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, რომლის თქმითაც, საგამოძიებო და საექსპერტო საქმიანობაში ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთო.
„ახალი დეტალები, გამოძიებიდან გამომდინარე, რთულია, ვერ ვისაუბრებ ჯერ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩაერთო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკული მხარე, ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები, მათ ჩვენზე მეტად ძლიერი გამოცდლი სამსახურები ჰყავთ - საექსპერტო მიმართულებითაც და ასევე საგამოძიებო მიმართულებითაც და ერთობლივად ვაწარმოებთ გამოძიებას“, განუცხადა გომელაურმა ჟურნალისტებს.
შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ ერთ-ერთი გადაცვლილი ახმედ ჩატაევია, სუს-ის ხელმძღვანელმა უპასუხა: „ნუ, რა თქმა უნდა, ეჭვი არის, რომ ეს ადამიანი შეიძლება იყოს, თუმცა დადასტურებით, ექსპერტიზების შემდეგ, როცა გაკეთდება დნმ-ის ანალიზი, იქიდან გამომდინარე უკვე გვექნება ზუსტი პასუხი: ეს ჩატაევი იყო, თუ არ იყო. ჯერ წინასწარ ვერ ვიტყვი, იქედან გამომდინარე რომ გამოძიება მიმდინარეობს. იყო ოპერატიული ინფორმაციები, რომ რაღაც მასშტაბური ღონისძიებების დაგეგმვა მიდიოდა. მე მგონი ავიცილეთ თავიდან“, აღნიშნა გომელაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.