ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ივანე გოლაშვილის დაკრძალვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძარში გაიმართა.
სუს-ის ცნობით, გარდაცვლილი სპეცრაზმელის დაკრძალვის ხარჯები სახელმწიფომ სრულად გაიღო. 2015 წლიდან მოქმედი კანონის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ივანე გოლაშვილის ოჯახს სახელმწიფო ერთჯერადად 100 ათასი ლარით დაეხმარება, ხოლო ყოველთვიურად - 1000 ლარით.
ვახტანგ გომელაურმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ყველაზე დიდი დანაკლისი რა თქმა უნდა, ოჯახისთვის არის, ქვეყნისთვის კი თითოეული ვაჟკაცი მნიშვნელოვანია. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო დაჭრილ ბიჭებს, ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა სპეცოპერაციაში. ასევე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს გადავუხადო მადლობა, რომლებიც 20 საათის განმავლობაში უწევდნენ დახმარებას სპეცრაზმელებს. ასევე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებს, რომლებმაც დიდი შრომა გაწიეს“, განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.