მთავარ პროკურორს მომავალში პარლამენტი აირჩევს. მთავარი პროკურატურის რეფორმირების კუთხით მთავრობის გეგმების შესახებ პარლამენტის წევრებს ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიაწოდა. წულუკიანს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა, თავდაცვის და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.
"ჩვენ დავიწყეთ პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა და ძალიან მალე შემოგთავაზებთ მთავრობის მიერ დამტკიცებულ მოდელს - შეიქმნება საპროკურორო საბჭო, სადაც მონაწილეობას მიიღებს თავად პროკურატურა, მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მთავარი პროკურორის არჩევნებსა და კანდიდატურის განსაზღვრაში ჩართული იქნება სამოქალაქო საზოგადოება და საბოლოოდ, მთავარ პროკურორს პარლამენტი აირჩევს. იმედია, ეს წელსვე მოხდება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.