„ლეოგრანდის“ მფლობელის თქმით, სასტუმრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, დაჯარიმებული არ ყოფილა. როგორც ეროლ ავგორენმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასტუმროში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.
„მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. დღეს გლოვის დღეა და მოვინახულებთ მათ ოჯახებს.
მადლობას ვუხდი ქართულ პოლიციას და მაშველებს. „ლეოგრანდის“ პერსონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან, დეტალურად ჩვენი ადვოკატები გააკეთებენ დამატებით განმარტებებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და სასტუმრო ამ კუთხით დაჯარიმებული არ ყოფილა“, განაცხადა სასტუმრო„ ლეოგრანდის“ მფლობელმა, ეროლ ავგორენმა.
სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა. ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.
27 ნოემბერი, საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.