კახა კალაძე: 2018 წელი დედაქალაქისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე იქნება, რადგან იმ პროექტების განხორციელებას ვიწყებთ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო წარმოდგენილი
27-11-2017, 11:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი 60 მილიონამდე ლარით გაიზრდება, თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესა და თბილისის მერ კახა კალაძის შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა.

 

 

კახა კალაძემ პრემიერ მინისტრსა და ცენტრალურ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა, რადგან დაახლოებით, 60 მლნ ლარი დამატებით სწორედ ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოიყოფა და დედაქალაქის განვითარებას მოხმარდება.


„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ მინისტრს, ცენტრალურ ხელისუფლებას და ფინანსთა სამინისტროს თანადგომისთვის, რადგან 2018 წლის ბიუჯეტი განსახორციელებელი პროექტებისთვის დაახლოებით, 60 მილიონით გაიზრდება, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. აღნიშნული თანხები კონკრეტულ პროექტებზე იქნება მიმართული. ეს არის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები და ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. 2018 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის განსხვავებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე იქნება, რადგან იმ პროექტების განხორციელებას ვიწყებთ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო წარმოდგენილი“, აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა.

 


მხარეებს შორის აღინიშნა, რომ 2018 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ფორმირებაზე მუშაობა გრძელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი