თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, წინა კვირაში, ქართველ სამხედროებზე გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელია.
ხიდაშელის თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მედიასაშუალებებს შესაძლოა მსგავსი შეცდომა ბუნებრივად მოსვლოდათ, თუმცა, რადგან ამ ფაქტის შემდეგ არანაირი სინანულისმსგავსი რეაგირება არ ყოფილა, ამყარებს იმ ეჭვს რომ ეს კონკრეტულ მიზანზე გათვლილი მოვლენა იყო.
მანვე აღნიშნა, რომ ქართულ ჯარზე მსგავსი ბინძური კამპანიების წარმართვის შემთხვევაში, ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა.
ამ ფაქტზე თავდაცვის ახალმა მინისტრმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საუთარი პროგრამის წარდგენისას გაამახვილა ყურადღება და საუბარი სწორედ ამ განცხადებით დაიწყო.
„შესაძლებელია ქართულ ჯარზე გავრცელებული ინფორმაცია ბუნებრივი შეცდომა ყოფილიყო, ან მედიასაშუალების მიერ ექსკლუზივი ქონის სურვილით ყოფილიყო გამოწვეული, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე ფაქტზე არც სინანული მოგვისმენია და არც ბოდიში, შესაძლებელია, ეს კონკრეტულ მიზანზე გათვლილი ღონისძიება იყო. ყველას ვაძლევ პირობას (არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება), რომ ბინძურ კამპანიებზე, თუ ასეთი რამ ქართული ჯარის წინააღმდეგ იქნება მიმართული, საკადრის პასუხს გავცემთ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული სამხელმწიფო ქართულ ჯარზე დგას და თუკი მსოფლიოში რამით გვიცნობენ ეს ქართული ჯარია, ამიტომ მას უნდა გავუფრთხილდეთ.
„ქართული სახელმწიფო ქართულ ჯარზე დგას და ეს უნდა ვიამაყოთ. ქართულ ჯარს უნდა გავუფრთხილდეთ და ტყუილებს არ უნდა ვიგონებდეთ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელის განცხადებითვე, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქართულ ჯარს ღირსეული პირობები შეექმნას. თავდაცვის მინისტრის თქმით, ეს მთავრობის, თავდაცვის სამინისტროსა და მისი როგორც მინისტრის პრიორიტეტიცაა.
1-ელ მაისს ქართული ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ფრანგ სამხედროებთან ერთად, ქართველებიც მონაწილებდნენ.
„საუბრია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე. როგორც ირკვევა, სამხედროები მოზარდებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ. ადგილობრივები ფრანგ ჟურნალისტებს უყვებიან, თუ როგორ ძალადობდა 3 ქართველი სამხედრო 16 წლის გოგონაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ინფორმაციის წყაროდ ისინი ფრანგულ გამოცემებს უთითებენ.
იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პერიოდში ქართველი ჯარისკაცები აფრიკაში არ იმყოფებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.