სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპრაციის საქმის ფარგლებში დაკავებული პირი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა.
როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ტერორიზმში ბრალდებული პირი ბრალს არ აღიარებს.
„ის უარყოფს ტერორიზმთან კავშირს, თუმცა აღიარებს ცეცხლსასროლი იარაღის ქონას. ის ამბობს, რომ არ იცნობდა იმ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგაც ტარდებოდა სპეცოპერაცია. როგორც დაკავებული აღნიშნავს, მხოლოდ ერთ ადამიანს იცნობდა იქიდან. ის ასევე იყო დაინტერესებული მეტი ინფორმაცია მიეღო სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, რაზეც ჩვენ მას ინფორმაცია მივაწოდეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საქმეში ჩართულები ვართ და უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება“, განაცხადა სახალხო დამცველმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.