„ასეთ უსინდისო განცხადებებს და ასეთ ზღვარგადასულ ბრალდებებს არ მივიღებთ ჩვენ არავისგან და განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც თვითონ აწყობდნენ ტერაქტებს საკუთარ ქვეყანაში", ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საპარლამენტო ოპოზიციის ბრალდებებს სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით.
„უამრავი ფაქტი შემიძლია გავიხსენო მათ მიერ დაგეგმილი ხელოვნული ტერაქტები, რომლებსაც ეწირებოდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ამიტომ ამ თემაზე ნურავინ ნუ გაბედავს, რომ თავს უფლება მისცეს და ილაპარაკოს თითის გაშვერით ჩვენსკენ მაშინ, როდესაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მიერ დატოვებული უმძიმესი მემკვიდრეობა საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავზე არ იგემონ", განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეკითხვაზე, უნდა გათავისუფლებულიყო თუ არა ახმედ ჩატაევი ციხიდან, ბესელია პასუხობს:
„კითხვა დაიწყეთ იქიდან, რა ბრალდება წაუყენა მას წინა ხელისუფლებამ და ეს ბრალდება უნდა ყოფილიყო თუ არა დადასტურებული. ეს ბრალდება წაუყენეს მას და ჰქონდა საბრძოლო მასალის შენახვა, ნაკლებად მძიმე დანაშაული, როგორც მე ვიცი, ამოიღეთ ის მასალები, ნახეთ რა საქმე გააგზავნეს სასამართლოში და დღეს რომ ბევრს ლაპარაკობენ, რომ თითქოს ის გათავისუფლდა პარლამენტის მიერ, ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ტყუილი".
ეკა ბესელიას თქმით, სპეცოპერაციაში მონაწილე პირთა ვინაობის დასადგენად, საზოგადოება გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდის.
„ჩვენთვის ამოსავალი იქნება საბოლოოდ ის ობიექტური ექსპერტიზა, რომელმაც უნდა გასცეს პასუხი და იდენტიფიცირება მოახდინოს", აღნიშნა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.